გამოკითხვა

რა ენაზე უყურებთ ფილმებს და სერიალებს?


ნახვები: 23 | ავტორი: admin | თარიღი: 15-09-2017, 05:56 ახალი ამბები
iPhone-10 საქართველოში 3 ნოემბრიდან გაიყიდება
კომპანია iPhone-მა 10 წლის იუბილე iPhone-10-ის პრეზენტაციით აღნიშნა. აპარატს უკვე უწოდეს მომავლის ტექნოლოგია. ტელეფონის შეძენას მომხმარებელი, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც 3 ნოემბრიდან შეძლებს.

Apple-ის საიუბილეო ქმნილებამდე ბაზარზე iPhone-8 და iPhone-8 პლუსი 21 სექტემბრიდან გამოჩნდება, რომელიც "აიფონ პლუსის" მაღაზიათა ქსელში 5555 ლარი ეღირება, iPhone-10-ის ფასი კი 9999 ლარი იქნება.
ფრანკფურტში მფრინავი ავტომობილის პრეზენტაცია გაიმართა
ფრანკფურტში მიმდინარე საერთაშორისო ავტოსალონის ფარგლებში სლოვაკურმა კომპანიაm "აერომობილი" ამავე სახელწოდების მფრინავი ავტომობილს პრეზენტაცია გამართა.

საჰაერო მანქანის მეოთხე ვერსია 5.9 მეტრი სიგრძისაა. როგორც სტატიაში წერია, ავტომობილის ზომები Mercedes-Benz S-Class-ს აღემატება. საჰაერო ავტომობილი ორი ელექტროძრავის საშუალებით იმოძრავებს და მას 10 წამში 100 კმ / სთ სიჩქარის განვითარებას შეეძლება.

ავტომობილი ორი ადამიანზე - პილოტსა და მგზავრზე იქნება გათვლილი. თუმცა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, იგეგმება ოთხადგილიანი და უპილოტო მფრინავი მანქანის გამოშვებაც.

მანქანის ზუსტი ღირებულება ცნობილი არაა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის 1,5 მილიონი დოლარი ეღირება.
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე შტაბში Harley Davidson Springer-ით მივიდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბში, კოსტავას N14-ში, თავად მერობის კადიდატი ცოტა ხნის წინ მოტოციკლით მივიდა. კახა კალაძე აქამდე ლურჯი ფერის Harley Davidson Springer-ით არ გამოჩენილა.

მაშ ასე, Harley Davidson,  ტეხასის შტატიდან, მილოუკიდან, ფირმა, რომელიც 1903 წელს შეიქმნა, როცა მეგობრებმა, უილიამ ჰარლიმ და არტურ დევიდსონმა გადაწყვიტეს, გაეხსნათ პატარა სახელოსნო, სადაც ააწყვეს პირველი მოტოციკლი – ჰარლი დევიდსონი, სწორედ აქ დაიწყო ამ უზარმაზარი კომპანიის დიდი ისტორია. დროთა განმავლობაში, ჰარლი დევიდსონი იქცა ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მოტოციკლად.

ამ  ბრენდის სახელს უამრავ ფილმსა და ვიდეორგოლში ვხვდებით. Harley Davidson-ის თაყვანისმცემლებს შორის ყოველთვის იყვნენ და დღემდე არიან ცნობილი ადამიანები.
როგორ გამოიყურებოდნენ საკუთარ ქორწილში შორენა ბეგაშვილი, ქრისტინე იმედაძე, მაკა ცინცაძე, სალომე ღვინიაშვილი და ეკა ხოფერია, წლების წინ
ქორწილი ქალის ცხოვრებაში განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ზოგს უმართლებს და მთელი ცხოვრება ერთ მამაკაცთან გრძნობს თავს ბედნიერად, ზოგს კი არა... როგორ გამოიყურებოდნენ ქართველი სელებრითები თავიანთ ქორწილში, ეს ყველასთვის საინტერესოა.